ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში არსებული შიში ვაქცინების მიმართ პანდემიის დასრულებას აფერხებს


ახალი გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს მოსახლეობაში ვაქცინების მიმართ არსებული შიში და ეჭვები პანდემიის დასრულებას აფერხებს.

კვლევა 117 ქვეყანაში ჩატარდა. 79 ქვეყანაში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც განაცხადა, რომ აცრის მომხრე არიან, 70%-ზე დაბალი იყო. ეს კი ის მინიმალური რაოდენობაა ადამიანებისა, ვინც უნდა აიცრას, რომ ვაქცინებმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა შეძლონ და მოსახლეობაში იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ხშირად იცვლება მას შემდეგ, რაც ვაქცინა ქვეყანაში შეაქვთ. გამოკითხულ ქვეყანათა შორის უმეტესობაში კი ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა.

კომპანია "გალაპმა" 117 ქვეყანაში კვლევის ჩატარების დროს, თითოეული ქვეყნის, დაახლოებით 1,000 მოქალაქე გამოკითხა. კვლევა 2020 წლის ბოლოს ჩატარდა.

გამოკითხული ქვეყნებიდან 20-ში, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ არ აიცრება. მაგალითად რუსეთში მოსახლოების 61%-ია აცრის მოწინააღმდეგე. იგივე მაჩვენებელი კოსოვოსთვის 56, ხოლო სენეგალისთვის 55%-ია.

კვლევა საბოლოოდ ასკვნის, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 7,6 მილიარდი მოსახლეობიდან, 1 მილიარდზე მეტს არ სურს აცრა.

ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას იმისთვის, რომ "ჯოგური იმუნიტეტი" გამომუშავდეს. სწორედ ეს ესახებათ მეცნიერებს პანდემიის დასრულების გარანტიად.

რაც უფრო დიდხანს ტრიალებს ვირუსი, უფრო მეტი შანსი აქვს იმისთვის, რომ ახალი შტამები გაჩნდეს და განვითარდეს, ამბობენ სფეროს სპეციალისტები.

ჯამში, გამოკითხულთა 68%-მა თქვა, რომ აიცრებოდა, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა იმუნიტეტის შესამუშავებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG