ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წვრთნები ანექსირებულ ყირიმთან


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის საზღვართან, ოთხშაბათს სატანკო და ქვეითთა თავდასხმის მოგერიების სწავლება გაიარეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

წვრთნები მას შემდეგ ჩატარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა. ბოლო კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლაში, კიევის ცნობით, უკრაინის სამთავრობო ძალებში 7 წლის განმავლობაში 14 000 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგოუ შოიგუმ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მობილიზება დიდი წვრთნის ნაწილი იყო, რომელიც საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას და ნატოს მხრიდან სახიფათო სამხედრო მოქმედებებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად. შოიგუს თქმით, „წარმატებული წვრთნა“ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნატოს ბლოკი რუსეთის საზღვრებთან, ძირითადად შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში, 40 000 ჯარისკაცის და 15 000 ერთეული სამხედრო ტექნიკის განთავსებას გეგმავს.

ალიანსი მსგავსი გეგმების არსებობას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG