რუსეთში, ომსკის ჰოსპიტალის ტრავმისა და ორთოპედიული განყოფილების უფროსი ექიმი გარდაიცვალა. ესა არის საავადმყოფო, სადაც გასულ ზაფხულს მოწამლულ ოპოზიციის ლიდერდს, ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ.
ომსკის #1 სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსტამ აგიშევი 26 მარტს გარდაიცვალა.
„გასული წლის დეკემბერში, რუსტან აგიშევმა ინსულტი გადაიტანა და ამ ავადმყოფობის გადალახვა ვერ შეძლო“ - წერია განცხადებაში.
ალექსეი ნავალნის საავადმყოფოში მოთავსებიდან ცოტა ხანში, ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა აღიარეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. თუმცა, მოგვიანებით თავდაპირველი განცხადება უარყვეს.
აგიშევის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, იმავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილების უფროსი გარდაიცვალა. რეგიონალური ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი მაქსიმიშინი, გულის შეტევით, საკუთარ პალატაში გარდაიცვალა. სამინისტრომ მისი განცხადების შესახებ ინფორმაცია 4 თებერვალს გაავრცელა.
ოქტომბერში საავადმყოფო მთავარი ექიმის კიდევ ერთმა მოადგილემ, ანატოლი კალიჩენკომ დატოვა. კალიჩენკოს თქმით, მას „ქირურგია უყვარს და არა ადმინისტრატორობა“, ამიტომ საქმიანობა კერძო კლინიკაში განაგრძო.
Facebook Forum