ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: ეს საქართველოს მთავრობის შემაშფოთებელი ნაბიჯია


კინზინგერი: საქართველოს საკითხზე კონგრესი და თეთრ სახლი ერთ პოზიციაზეა
კინზინგერი: საქართველოს საკითხზე კონგრესი და თეთრ სახლი ერთ პოზიციაზეა

საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების მიზნით, პარტიის ოფისზე მიტანილ ოპერაციას შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ეხმაურება.

„ეს ძალიან შემაშფოთებეელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. გამომდიანე დაძაბული ვითარებიდან, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დრამატული ქმედეებებისგან თავი შეიკავოს. ჩვენ ყველა [მოვლენებს] თვალს ვადევნებთ“, - დაწერა კონგრსემენმა „ტვიტერზე“.

მოგვიანებით კონგრესმენმა კინზინგერმა ასევე "ტვიტერზე" გაფრთხილებაც გამოაქვეყნა.

"მე ამ რეიდს ლაივში ვუყურე. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ავტომატური რამ არაა," - განაცხადა მან.

მიმდინარე ოპერაციას და მოვლენებს გამოეხმაურა ასევე, პენ-ბაიდენის ცენტრის ხელმძღვანელი დიპლომატიის და გლობალური ჩართულობისთვის მაიკლ კარპენტერი.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძალიან სამწუხაროა, სადაც ოპოზიციის სათაო ოფისის შტორმი მოხდა. იმედია ცივი გონების მქონე ადამიანები გაიმარჯვებენ და სიტუაციის დეესკალაცია ჯერ ისევ შესაძლებელია“, - აცხადებს კარპენტერი.

"ეს ძალიან სევდიანი დღეა", - ასე შეაფასა მიმდინარე მოვლენები საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ.

ამ დროდმე, მას შემდეგ რაც თბილისის სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიუსჯა, შეერთებული შტატების დედაქალაქში, როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები, თბილისს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG