ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების?


აშშ-ის ხელისუფლება კვლავ მუშაობს კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილე პირების სრულად იდენტიფიცირებაზე. ნათელია, რომ თავდამსხმელთაგან მრავალი, ცრუ შეთქმულების თორიებით იყო შთაგონებული, მაგალითად, როგორიცაა თეორია, თითქოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპა გაიმარჯვა, მაგრამ არჩევნები გაყალბდა.

შეთქმულების თეორიების მიმართ რწმენა, ზოგჯერ ადამიანებს უბიძგებს ისეთი რამ გააკეთონ, რაზეც შესაძლოა იქამდე არც ასრასდროს უფიქრიათ - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიიურ მეცნერებათა პროფესორი პიტერ დიტტო.

„საკითხების მორალიზება ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგებს. თუ დავიჯერებდი, რომ ამერიკის არჩევნები გაყალბდა და სამართლიან გამარჯვებულს გამარჯვება „მოპარეს“, შესაძლოა კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობა თავადაც მიმეღო. ეს შესანიშნავი და სრულიად გასაგები იქნებოდა, თუ არჩევნები მართლა გაყალბდებოდა. მაგრამ ახლა პრობლემა ისაა, რომ ეს არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა“, აცხადებს დიტტო.

ადამიანები, რომლებსაც შეთქმულების თეორიების სწამთ, ნაკლებად ცნობისმოყვარენი არიან და ხშირად ავლენენ ნარცისულ ტენდენციებს, როგორიცაა საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარებებული შეფასება, ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილება, დაუძლეველი სურვილი, რომ მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ, სხვების მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობა და მყიფე თვითშეფასება. ამის შესახებ კვლევა ემორის უნივერსიტეტმა, ჟუნრალ „პერსონალიტიში“ გამოაქვეყნა.

სიეტლიში დაფუძნებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა კაბირი ამბობს, რომ შეთქმულების თეორიები, პოტენციურად, ყველა ადამიანს იზიდავს, თუმცა ზოგიერთს სხვაზე მეტად.

„ჩვენ ყველას გვძულს გაურკვევლობა და შესაბამისად, შეთქმულების თეორიები ყველას ერთგვარად გვიზიდავს. არ მოგვწონს ის, რომ არ ვიცით რატომ ხდება კონკრეტული რამ. ეს გვაგრძნობინებს, რომ მოვლენებზე კონტროლი არ გვაქვს. ამიტომ, ადამიანის ტვინისთვის ბუნებრივი ტენდენცია ეძებოს კონკრეტული მოვლენებზე პასუხები და განმარტებები“, აცხადებს კაბირი.

გწამდეს შეთქმულების თორიის ნიშნავს ფიქრობდე, რომ მნიშვნელოვანი ამბების მიღმა რეალური მოვლენები საიდუმლოებით არის დაფარული. საიდუმლოებით მოცულ საქმეებს კი „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ სჩადიან. კონსპირაციული აზროვნება შესაძლოა მოიცავდეს თეორიას, რომ საზოგადოებისგან დაფარული რაღაც დიდი საიდუმლოება არსებობს.

როდესაც ცნობილი ადამიანი, იქნება ეს კინორეჟისორი თუ პრეზიდენტი, კონსპირაციულ თეორებზე საუბორბს, ეს შეთქმულების თეორიის სუპერგამავრცელებელი მოვლენაა. მსგავსი შემთხვევები შეთქმულების თორიებს კიდევ უფრო აძლიერებს, აცხადებს კაბირი.

„ხალხს შეთქმულების თეორიის რწმენა უჩნდება, რადგან ისინი რაღაცით უკვე უკმაყოფილონი არიან. ისინი ამით ცდილობენ ახსნან, განმარტონ უკმაყოფილების რეალური მიზეზი“, აცხადებს პროფესორი.

როგორც ჩანს, გაურკვევლობის დრო როგორიცაა მაგალითად პანდემია, ხელს უწყობს შეთქმულების თეორიების განვითარებას.

„ადამიენბი, რომლებიც შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილნი არიან, ასევე საკმადო მგრძნობიარენიც არიან. ისინი განსაკუთრებით შფოთავენ, როცა საფრთხეს გრძნობენ. ახლა, პანდემიის დროს, ამ მდგომარეობაში ბევრია. როდესაც სამყარო გაურკვევლობას ქმნის და გაბნევს, სხვა ადამიენბთან კავშირებს ეძებ“, აცხადებს პროფესორი დიტტო.

დიტტო მიიჩნევს, რომ ადამიანები კონსპირაციული თეორიებისადმი მოწყვლადი ხშირად იმის გამოც ხდებიან, რომ მათ არ შეუძლიათ მარტივად ახსნან მოვლენები, რომლებიც მათ ცხოვრებას ცვლის.

11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორია ისაა, რომ ტყუპი ცათამბჯენები არა თვითმფრინავების შეჯახების შედეგად, არამედ კონტროლირებული აფეთებით შენობის დემონტაჟის მიზნით დაანგრიეს.

კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ ასევე არსებობს დაუდასტურებელი რწმენა, რომ ეს ბიოლოგიური იარაღია, რომელმაც ჩინური ლაბორატორიიდან გამოაღწია.

ბევრ ამერიკელს კვლავ უჭირს დაიჯეროს, რომ პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი ერთმა რიგითმა ამერიკელმა მოკლა. ეს ბევრისთვის კვლავ დაუჯერებელია, ამიტომ მათ სწამთ, რომ ამ მკვლელობის მიღმა, რაღაც დიდი შეთმულება არსებობს.

„თუ თქვენ ერთი რწმენის ირგვლივ გაერთიანებულ მჭიდრო სოციუმში ხართ მოქცეული, იქნება ეს სოციალური ქსელებში თუ რეალურ ცხოვრებაში, ეს რწმენისადმი ერთგულებას და მისდამი ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს“, აცხადებს კაბირი.

დიტტო ამბობს, რომ მილიონობით წლის განმავლობაში განცდილი ევოლუცია, ადამიანებს ჯგუფებად დაყოფისკენ, თანამოაზრეებთან დაჯგუფებისკენ უბიძგებს.

„ჩვენ კვლავ ძალიან ტომური მიდგომები გვაქვს. ძალიან ვართ მიჯაჭვულნი ჩვენს თანამოაზრეებზე, ჩვენს მსგავს ადამიანებზე. კვლავ ძალიან გვიჭირს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ჩვენ არ გვგავს და ჩვენნაირი ღირებულებები არ აქვს“, აცხადებს დიტტო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG