ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო: ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ


აშშ საელჩო
აშშ საელჩო

ნიკა მელიას საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება ამერიკის საელჩო საქართველოში. საელჩომ განცხადება სოციალურ მედიაში გაავრცელა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება საელჩომ მას შედმეგ გააკეთა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება 5 საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ სამართალდამცავებს, როცა ისინი ნიკა მელიას დაკავებას ეცდებიან.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

"არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცის, რომ თავიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამაჯურის გაკეთება შეზღუდვებით, მელია ამ ფორმით უნდა დალოდებოდა მთავარ სასამართლოს, სადაც შტურმში მინი მონაწილეობა განიხილებოდა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს მხარი დაუჭირა, მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ.

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG