ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი დისიდენტები ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავენ


ირანელი დისიდენტების ჯგუფი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ირანში სეკულარული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე მათ მოთხოვნებს. ამ პრობლემების თაობაზე, ბაიდენის ადმინისტრაცია შედარებით ნაკლებს საუბრობს მაშინ, როდესაც ის დიდ აქცენტს აკეთებს ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე.

ბაიდენისადმი მიმართულ ღია წერილს, რომელიც "ამერიკის ხმის" ირანულმა რედაქციამაც მიიღო, ხელს ირანში მცხოვრები 38 აქტივისტი აწერს. ისინი ბაიდენს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას ულოცავენ და სთხოვენ, რომ ადმინისტრაციამ ირანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები გაიზიაროს.

მათ პოლიტიკურ მიზნებს შორის წერილის თანახმად, ირანის თეოკრატიული მთავრობის სეკულარული დემოკრატიით ჩანაცვლებაა, რაც არაძალადობრივი პროცესისა და ღია და თავისუფალი რეფერენდუმის ჩატარების შედეგად მოხდება. ამასთან ისინი მოუწოდებენ ადმინისტრაციას, შენარჩუნებული იყოს მაქსიმალური პოლიტიკური, დიპლომატიური და ფინანსური წნეხი ირანის ამჟამინდელ მმართველებზე მანამ, სანამ ისინი არ ჩანაცვლდებიან. ისლამისტი ლიდერების მიმართ კი გამოიყენონ წნეხი იმისათვის, რომ მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს პატივი სცენ და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

"ჩვენ ამ წერილს ვუგზავნით ამერიკის პრეზიდენტს, რადგან ამერიკა არის დემოკრატიული და ძლევამოსილი ერი, მაშინ, როდესაც ირანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა მისი სტრატეგიული მდებარეობით, რესურსებითა და ისტორიით", - ამბობს ერთ-ერთი ხელმომწერი, ზარტოშ აჰმადი რაღები "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში და დასძენს: "დიალოგი და შეთანხმება ამ ორ ქვეყანას შორის მათაც არგებს და მსოფლიოსაც".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG