ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნოვავაქსის" ვაქცინა ეფექტურია, მაგრამ ახალ ვარიანტებთან ეფექტურობა ნაკლებია


ხუთშაბათს, კომპანია “ნოვავაქსმა” გამოაცხადა, რომ ბრიტანული კვლევის ადრეულ შედეგებზე დაყრდნობით, მისი “კოვიდ-19” ვაქცინის ეფექტურობა, როგორც ჩანს 89 პროცენტია და ის ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგაც მუშაობს, თუმცა ისე კარგად არა, როგორც თავდაპირველი ვირუსის შემთხვევაში.
ბრიტანეთში მიმდინარეობს კვლევა, რომელშიც 15 ათასი ადამიანი მონაწილეობს. წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე ინფიცირებულთა ნახევარზე მეტს, მუტანტი ვირუსი ჰქონდა. “ნოვავაქსმა” განაცხადა, რომ მისი ვაქცინა ძველი ვირუსის წინააღმდეგ თითქმის 96 პროცენტით ეფექტურია, ახალი ვარიანტის მიმართ კი დაახლოებით 86 პროცენტიან ეფექტურობას ავლენს.

კვლევის შედეგები ეყრდნობა შემთხვევებს, რომლებიც მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე ერთი კვირის შემდეგ მოხდა.
მეცნიერები კიდევ უფრო მეტად ღელავდნენ იმ ვარიანტის გამო, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოჩნდა და განსხვავებილი მუტაციების მატარებელია. “ნოვავაქსის” მიერ იმ ქვეყანაში ჩატარებული უფრო მცირე მასშტაბის კვლევა მიანიშნებს, რომ ვაქცინა მუშაობს, მაგრამ ისე კარგად არა, როგორც ბრიტანული ვარიანტის შემთხვევაში.



“ნოვავაქსმა” თქვა, რომ სანამ მომავალ თვეში, ბრიტანეთის ხელისუფლებას ვაქცინის გამოყენების ნებართვის მისაღებად მიმართავს, გარკვეული დამატებითი მონაცემების მიღება სჭირდება. კომპანიამ თქვა, რომ გარკვეული არ არის, შეერთებული შტატების სურსათის და წამლების სააგენტოსაც დასჭირდება თუ არა დამატებითი მონაცემები, რათა ქვეყანაში ვაქცინის გამოყენების ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG