ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი ამბობს, რომ კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელია 


ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო მომაკვდინებელია.

"არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება ასოცირებული იყოს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან,"- თქვა ბორის ჯონსონმა.

"ბიბისი" კი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ "წინასწარი კვლევებით შესაძლოა კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი იყოს"

დიდი ბრიტანეთის კოვიდ19-თან ბრძოლის გუნდი ამ წუთებში მართავს პრესკონფერენციას და შესაძლოა მათ უფრო დეტალური ინფორმაცია გაავრცელონ ახალი კვლევის შესახებ, რომელზეც ბორის ჯონსონმა ისაუბრა.

აქამდე ცნობილი იყო ის, რომ კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო გადამდები იყო. ინგლისმა და შოტლანდიამ 4 იანვრიდან ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია, პრესკონფერენციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამ წუთებში მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG