ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის მიერ ფინანსური პაკეტის მიღებას გამოეხმაურა. ამერიკაში შობა-ახალი წლის დღესასწაულების პარალელურად კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მათ ოჯახებს, ვინც ვირუსს ებრძვის ან ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ პროფესიონალებს: სამედიცინო პერსონალს, მეცნიერებს, მკლვევარებს, კვლევების მონაწილე მოხალისეებს და მათ, ვისი ოჯახის წევრებიც ჯარში მსახურობენ ან სხვა ქვეყნებში არიან დისლოცირებულნი.
"ჩვენი გულები ყოველთვის თქვენთანაა - შეინარჩუნეთ რწმენა", - თქვა მან დელავერის შტატში, ქალაქ ვილმინგტონიდან გაკეთებული, წლის ბოლო განცხადებისას. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს, მისი სადღესასწაულო გეგმებიც შეცვლილია და ის არ შეხვდება ახალ წელს 20-მდე ნათესავთან ერთად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
"ამ სეზონზე გასული დროისთვის თვალის გადავლებას უფრო ღმა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე - ჩვეულებრივ", - ამბობს ბაიდენი და ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. "ჯილი [მეუღლე] და მე ვლოცულობთ ყველასთვის, ვისთვისააც ბნელი ზამთარი დადგა", - თქვა მან.
Facebook Forum