„ამერიკული ავიახაზები“ დღეს "ბოინგ 737 მაქსით" კომერციულ ფრენას განახორციელებს. ეს კიდევ ერთი ეტაპია ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებლისთვის, რომელიც საკუთარ საუკუნოვან ისტორიაში, ყველაზე ღრმა კრიზისის გადალახვას ცდილობს.
2019 წლის მარტში "ბოინგ 737 მაქსი" მიწაზე დაეშვა და 20 თვის განმავლობაში აღარ უფრენია. ამას წინ უსწრებდა, ხუთ თვის განმავლობაში ორი ავიაკატასტრფა, რასაც 346 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაცის ფედერალურმა სააგენტომ ფრენის აკრძალვა მოხსნა მას შემდეგ, რაც ბოინგი პროგრამულ განახლებაზე დათანხმდა. ამასთან მან უნდა უზრნველყოს მართვის ძირითადი სისტემების განახლება. ორივე ავიაკატასტროფა, სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია.
ამერიკული ავიახაზები "ბოინგ 737 მაქსით" 20 თვიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველ რეისს, ნიუ-იორკიდან მაიამის მიმართულებით შეასრულებს.
„არასდროს დავაბრუნებდით [ამ თვითმფრინავებს] დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, პილოტები და ბორტგამცილებლები თავს კომფორტულად რომ არ გრძნობდნენ“ - აცხადებს ამერიკული ავიახაზების წარმომადგენელი, დევიდ სეიმური.
Facebook Forum