ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის ერთი წელი ევროპაში


2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთმა პირველად აცნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომ ვუჰანში ახალი ტიპის „ვირუსული პნევმონია“ დაფიქსირდა.

ევროპამ ვერ მოახერხა კონტინენტზე ვირუსის გავრცელების შეკავება. პირველი შემთხვევა საფრანგეთში იანვრის ბოლოს დაფიქსირდა. თებერვლის შუა რიცხვებში კი ჩრდილოეთ იტალია იქცა პანდემიის ეპიცენტრად.

ცარიელი მეტრო პარიზში
ცარიელი მეტრო პარიზში

10 მარტს, მთელი იტალია ჩაიკეტა. ეს მეორე მსოფლო ომის შემდეგ, ყველაზე მკაცრი შეზღუდვა იყო დასავლეთის ამ ქვეყანაში. იტალიის ნაბიჯი და მკაცრი კარანტინის პოლიტიკა გაიმეორეს საფრანგეთმა და ესპანეთმა. სკოლები დაიკეტა, ბიზნესები დაიხურა, სადგურებსა და აეროპორტებში სიწყნარე ჩამოდგა.

ევროპულ ქალაქებში უცნაურმა სიჩუმემ დაისადგურა. მთავრობებმა კი მილიარდობით დახარჯეს, რათა ეკონომიკა და სამუშაო ადგილები გადაერჩინათ. ვირუსმა, მოხუცებულთა თავშესაფრებშიც შეაღწია, - და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.

რომის ცარიელი ქუჩა
რომის ცარიელი ქუჩა

მიუხედავად ინფექციის რაოდენობის ზრდისა, ბრიტანეთმა კარანტინის შემოღება ორი კვირით გადადო, რასაც მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ამას ათასობით ადამიანის გარდაცვალება მოჰყვებოდა.

„ერთი კვირით ადრე რომ შემოგვეღო კარანტინი, სიკვდილიანობის მაჩვენებელს გავანახევრებდით“, - ამბობს ნილ ფერგიუსონი, ლონდონის იმპერიული ჯოლეჯიდან.

ლონდონი კარანტინში
ლონდონი კარანტინში

5 აპრილს, კოდივ-19-ით ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე დღე გაატარა. დედოფალი შეეცადა ქვეყნის მოსახლეობის გამხნევებას.

„უკეთესი დღეები დაბრუნდება. ჩვენს მეგობრებს კვლავ შეხვდებით, ჩვენს ოჯახებთან კვლავ დავყობთ დროს, ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს“, - განაცხადა ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ.

ზაფხულის დასაწყისში, ინფიცირების რაოდენობა ევროპაში იკლებდა და ქვეყნებმა გახსნა დაიწყეს. მთავრობები ეცადნენ ეკონომიკის სუბსიდირებას და ხაჯვის ხელშეწყობას. თუმცა მალევე, უნივერსიტეტების და სკოლების გახსნასთან ერთად, ინფიცირების შემთხვევებმაც იმატა.

„ჩვენმა მსოფლიომ საშიშ ნიშნულს მიაღწია, ერთი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად“, - თქვა ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ვუჰანი
ვუჰანი

ოქტომბერში, ევროპა უკვე პანდემიის მეორე ტალღას უმკლავდებოდა უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. კარანტინი კიდევ ერთხელ იქნა შემოღებული. სხვადასხვა ქალაქებში შეზღუდვების წინააღდეგ დემონსტრაციები გაიმართა.

თუმცა რთული წლის დასასრულს, მეცნიერულმა გარღვევამ იმედი გააჩინა. სამმა ვაქცინამ, ცდების ადრეულ ეტაპზე, 95 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.

დიდი ბრიტანეთი დასაველთის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გავრცელებას დაუჭირა მხარი. მოსალოდნელია, რომ მალე ბრიტანეთის ამ ნაბიჯს კონტინენტური ევროპაც გაიმეორებს.

„ეს უპრეცენდენტოა და აჩვენებს იმას, თუ რა შეგვიძლია ჩვენ ერთად, მეცნიერებს და მთავრობებს, მომავალ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. ეს არის მაგალითი, რომელიც კარგად უნდა შევისწავლოთ და გადავწყვიტოთ, ცივილიზაციის წინააღმდეგ არსებული რა გამოწვევების გადასაჭრელად მივმართავთ მას", - ამბობს სტერჯიოს მოსჩოსი, ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი.

ექიმები ამბობენ, რომ საჭიროა ფრთხილი ოპტიმიზმი და რომ ვაქცინის მიუხედავად, პანდემიაზე გამარჯვებას დრო დასჭირდება.

"უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა ერთი რამაა. მეორეა, მისი შესაბამისი რაოდენობით წარმოება და იმათთან მიტანა, ვისაც ის სჭირდება“, - განმარტავს ტაკეში კასაი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან.

პანდემიის ეკონომიკური და სოციალური დანაკარგების აღდგენას წლები დასჭირდება. თუმცა, სამეცნიერო წარმატება, ვითარების ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და აჩენს უკეთესი მომავლის იმედს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG