ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ვაქცინაციის დასაწყებად ბოლო დეტალები ზუსტდება


ამერიკაში თითქმის ყველაფერი მზად არის, რათა ვაქცინების გადაზიდვა და ვაქცინაციის პროცესი ახალ წლამდე დაიწყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინების რაოდენობა პირველ ეტაპზე მცირეა, ამერიკას მოუწევს ვაქცინები შტატებზე და ფედერალურ სააგენტოებზე, მათ შორის თავდაცვის დეპარტამენტზე გადაანაწილოს.

ვაქცინების პირველი მარაგი ამერიკაში დეკემბრის შუა რიცხვებში შემოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში "ფაიზერის" 3.2 მილიონი ინოკულაციების მარაგი იქნება, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ვაქცინაცია ჩაუტარდეს 21 მილიონ სამედიცინო პერსონალს. ვაქცინაციის პირველ ეტაპში მოხვდნენ სამთავრობო სტრუქტურებიც, მათ შორის თავდაცვის და ვეტერანთა დეპარტამენტები.

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ამერიკაში იმდენი ვაქცინის მარაგი იქნება, რომელიც 7-10 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი. იმ შემთხვევაში, თუ "ფაიზერის" შემდეგ "მოდერნაც" მიიღებს ვაქცინის წარმოების საბოლოო ნებართვას, ამერიკაში ვაქცინის დამატებითი რაოდენობა იქნება, თუმცა რამდენი იქნება უახლოეს პერიოდში, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

"ამ ეტაპზე და უახლოეს პერიოდში ვაქცინებზე მოთხოვნა ბევრად გადააჭარბებს მიწოდებას. თუნდაც უმაღლესი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის,"- ამბობს "კაიზერის" ჯანმრთელობის გლობალური პოლიტიკის ასოცირებული დირექტორი.

ამერიკის ფედერალურ მთავრობაში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ვაქცინაცია უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სფეროში და მოხუცებულთა სახლებში. საუბარია დაახლოებით 330 მილიონ ადამიანზე. ცენტრალური მთავრობის გეგმას ამერიკის ბევრი შტატის ხელისუფლება იზიარებს.

დამატებით განმარტებებს პროცესთან დაკავშირებით არც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში და არც თავდაცვის დეპარტამენტში აკეთებენ. თუმცა მზადება ვაქცინების განაწილების სტაბილური ნაკადის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG