ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის დესპანები ბრიტანეთს კომპრომისისკენ მოუწოდებენ


ხუთშაბათს ევროკავშირის დიპლომატმა თქვა, რომ ე.წ. ბრექსიტის მოლაპარაკებებზე, ისინი საკუთარი მანდატის ზღვარს “მილიმეტრებამდე მიუახლოვდნენ” და ახლა ლონდონზეა დამოკიდებული, წავა თუ არა ის კომპრომისზე შეთანხმების მისაღწევად. მანამდე, ხუთშაბათს, ევროკავშირის ზოგიერთმა დესპანმა განაცხადა, რომ მათ იმედი ჰქონდათ, შეთანხმების მიღწევა რამდენიმე დღეში მოხდებოდა და რომ ბრიტანელმა მინისტრმა “კარგი პროგრესი” აღნიშნა.

მაგრამ, პრემიერ ბორის ჯონსონის მთავრობამ წამოაყენა ორი კანონპროექტი, რომელსაც ბრიუსელიდან მომდინარე პროტესტების მიუხედავად, 2020 წლის ბრექსიტის შეთანხმების დარღვევა შეუძლია. ჯონსონის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად ორივე მხარე გულმოდგინედ მუშაობდა.

ბრიტანეთი ევროკავშირის ორბიტას 31 დეკემბერს დატოვებს, იანვარში გაფორმებული ოფიციალური გასვლის შემდეგ, არაფორმალური გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე. მხარეები ცდილობენ შეთანხმების დადებას, რომელიც ყოველწლიურ, თითქმის 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის ვაჭრობას მოაწესრიგებს.

ბრიტანეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ კომპრომისზე წასვლა ევროკავშირს მართებს.

უთანხმოება სამ ძირითად სფეროშია, ეს არის თევზჭერა, სამართლიანი ეკონომიკური საქმიანობა და სხვა სადავო საკითხების მოგვარება. ამ საკითხებმა მოლაპარაკებები კვირების განმავლობაში შეაფერხა, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს ჩიხში შეყვანას აბრალებდა.

ევროკავშირის რამდენიმე წყარომ თქვა, რომ შემდეგი 24-48 საათი გადამწყვეტი იქნება იმისთვის, ახალი პარტნიორობის შეთანხმება შედგება თუ არა. სავაჭრო შეთანხმების მიღწევა რომ მოხდეს კიდეც, მას ევროკავშირის 27 წევრის ეროვნული მთავრობების და ასევე ევროპარლამენტის მხრიდან დამტკიცებაც დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG