ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა თალიბანის წევრი გაანეიტრალეს, რომელიც მთავრობის ინფორმაციით, უშიშროების ძალებზე თავდასხმის ორგანიზატორი იყო. ამ თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, 30 ადამიანი დაიღუპა.
ჰამზა ვაზირისტანი წუხელ ღამით მოკლეს საავიაციო იერიშის შედეგად. ოპერაცია პროვინცია ღაზნიში ჩატარდა, სადაც 29 ნოემბერს ავღანეთის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა თავდასხმა. ჯანდაცვის მუშაკების თანახმად, თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა ათი სამხედრო მოსამსახურე.
ეს სამთავრობო ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი თავდასხმა იყო თვეების განმავლობაში. ძალადობამ კვლავ იმატა, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ყატარში დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობასა და თალიბანს შორის.
სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთში შიდა ძალებს შორის, ამერიკის მიერ თალიბანთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომელმაც გზა გაუხსნა ავღანეთიდან 2021 წლის მაისამდე უცხოური ჯარების გაყვანის პროცესს.
Facebook Forum