ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ გადადგება 


რამდენიმე საათის წინ, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ გადადგება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია შეიქმნება. როდის აპირებს ლუკაშენკო წასვლას ან როდის მოხდება ახალი კონსტიტუციის შექმნა და ამოქმედდება უცნობია, ლუკაშენკოს დღეს ვადებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

"ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები," თქვა ლუკაშენკომ, როგორც ამის შესახებ სააგენტო "ბელტა" იუწყება, რომელიც სამთავრობო მედიაორგანიზაციაა.

ლუკაშენკოს ამ განცხადებას წინ მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უძღოდა. გუშინ ბელარუსში მყოფმა სერგეი ლავროვმა ლუკაშენკოს ვლადიმირ პუტინთა დადებული შეთანხმება გაახსენა და თქვა, რომ რუსეთი ბელარუსში საკონსტიტუციო ცვლილებებს ელოდებოდა, რომ შეთანხმება რომელიც მხარეებს შორის დაიდო, ბოლომდე უნდა შესრულდეს და ბელარუსში პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ალექსანდრე ლუკაშენკომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოს.

პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრის დროს, საუბარი ბევრ საკითხს შეეხო. ბელარუსმა არაერთი დახმარებს პაკეტი მიიღო რუსეთისგან, მათ შორის, ფინანსური - 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით.

საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ-ერთი მოთხოვნაა, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, თუმცა მათი ძირითადი მოთხოვნა ლუკაშენკოს გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია. ბელარუსში დიდი საპროტესტო გამოსვლები აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს.

ქვეყნის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა.

ბელარუსის მიმართ დასავლეთმა არაერთი სანქცია დააწესა. ამის მიუხედავად, ბელარუსის მოქმედმა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ფიცი მალულად დადო და დღემდე ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG