ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი და ანკარა მთიან ყარაბაღში თურქეთის სამხედრო პოსტზე ვერ თანხმდებიან


თურქული წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც მხარეები, ცოტა ხნის წინ, შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დააკვირდნენ, თურქეთი და რუსეთი ვერ თანხმდებიან ანკარის მოთხოვნაზე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის დამოუკიდებელი სამხედრო მონიტორინგის პოსტის შექმნას ითვალისწინებს.

მოსკოვი და ანკარა უკვე შეთანხმდნენ 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გასაკონტროლებლად რეგიონში ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე.

საერთაშორისო ნორმებით, მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მიჩნეული და იქ ძირითადად ეთნიკური სომხები სახლობენ.

ნოემბრის შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია დაიბრუნა და ახლა რეგიონში 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი განლაგდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG