ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო რემდესივირთან დაკავშირებით ინფორმაციას ანახლებს და ექიმებს მიმართავს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ექიმებს არ გამოიყენონ რემდესივირი ჰოსპიტალიზირებული, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. განცხადება ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სპეციალისტები ორგანიზაციიდან ამბობენ, რომ პრეპარატი ადამიანის გამოჯანმრთელების დაჩქარებაზე გავლენას ვერ ახდენს. მათივე განცხადებით ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ მედიკამენტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის ან აუმჯობესებს. მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ჰოსპიტალიზებული ინფიცირებული პაციენტის გადასარჩენად პრეპარატი რემდესივირი ეფექტიანი არ არის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ათობით ევროპულმა ქვეყანამ შემოდგომაზე დაამტკიცეს რემდესივირი კოვიდ19-ით ინფიცირებული პირების სამკურნალოდ. როგორც მაშინ თქვეს, პირველადი გამოკვლევები იძლეოდა გარკვეულ შედეგს ზოგიერთი ინფიცირებულის სწრაფად გამოჯანმრთელების კუთხით.

როგორც ცნობილია, რემდესივირი იყო ერთ-ერთი პრეპარატი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმკურნალა. მან საავადმყოფო რამდენიმე დღეში დატოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიესალმებიან ორი კანდიდატი ვაქცინის წარმატებას კოვიდ19-თან ბრძოლაში. ისინი განმარტავენ, რომ ვაქცინა "პანდემიის დროს საჭირო ინსტრუმენტია, თუმცა ეს არ არის საშუალება, რომელიც პანდემიას დაასრულებს"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG