ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის "მთავარსარდალი" გვჭირდება


ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლა „ომში წასვლასავითაა. მთავარსარდალი გჭირდებათ.“

ბაიდენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ვირტუალური მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდა. კორონავისრუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ბაიდენმა გმირები უწოდა. სავარაუდო მომავალმა პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ „მე შეცდომებს დავუშვებ. მაგრამ გპირდებით, თქვენ აღიარებთ, როცა მე მათ დავუშვებ და ამასთან, პასუხისმგებლობასაც ავიღებ.“

ბაიდენი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის ფიცს დადებს, შტატების გუბერნატორებს სთხოვს, ნიღბების ტარება, ტესტირება, კონტაქტების გამოძიება და სოციალური დისტანცირება სავალდებულო გახადონ.

„გამოვიყენებ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს,“ თქვა ბაიდენმა. მან ასევე დასძინა, რომ დიდ ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ რას ამბობს, რადგან „პრეზიდენტის სიტყვებს მნიშვნელობა აქვს.“

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გამოინახოს გზები იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებში დაბრუნდნენ, რადგან „ისინი [სასწავლო პროცესს] ჩამორჩებიან“ მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო საკლასო ოთახებში გაკვეთილებს ვერ ესწრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG