ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19- ამერიკის მორიგი რეკორდი ჰოსპიტალიზაციის და ინფიცირების მხრივ


გაზაფხულიდან მოყოლებული, მთელი პანდემიის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის დღიურ მაჩვენებლებში კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. ერთ დღეში ამერიკაში 144 000-ზე მეტი ინფიცირების და კოვიდ-19-ის გამო 61 964 ჰოსპიტალიზაციის ფაქტი აღირიცხა. ერთი დღით ადრე, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 61 964 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ერთ დღეში 1 421 შეადგინა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვი ამერიკაში უკვე 241 000-ს აჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 10.4 მილიონზე მეტია. ოთხშაბათს, ტეხასის შტატში, მილიონზე მეტი ინფიცირებული აღრიცხეს. იგივე სიტუაციაა კალიფორნიის შტატშიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG