სოციალური მედიის გიგანტი "ტვიტერი" იუწყება, რომ გამაფრთხილებელი იარლიყებით მონიშნავს იმ კანდიდატთა ტვიტებს, რომლებიც ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე გამოაქვეყნებს თავისეულ არასწორ შედეგს.
ორშაბათს, "ტვიტერმა" აღნიშნა, რომ საარჩევო გამარჯვება უნდა სცნოს ან შტატების საარჩევნო ოფიციალურმა პირებმა, ან ორმა ავტორიტეტულმა წყარომ ერთდროულად.
ორი ავტორიტეტულ წყაროდ, "ტვიტერი" ასახელებს ერეოვნული დაფარვის მქონე საინფორმაციო წყაროებს, რომლებიც "დამოუკიდებლად აკეთებენ საარჩევნო პროგნოზს." ამ წყაროებში შედის "სი-ენ-ენი," "ეი-ბი-სი ნიუსი," "ასოშეიტიდ პრესი" ან "ფოქს ნიუსი."
Facebook Forum