ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI ტეხასში, ტრამპისა და ბაიდენის მომხრეებს შორის მომხდარ ინცინდეტს იძიებს


ამერიკის გამოძიების ფედრალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ პარასკევს, ტეხასში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპის დროშებით აღჭურვილმა მანქანებმა წრე შემოარტყეს ავტობუსს, სადაც ჯო ბაიდენის მხარდამჭერი კამპანიის კუთვნილი აღჭურვილობა და ნივთები იყო. ავტობუსში ბაიდენის კამპანიის წევრებიც ისხდნენ.

არსებობს ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეოც, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავის ტვიტერ გვერდზე გააზიარა და დაწერა: "მიყვარს ტეხასი!". ამ ინცინდეტის გამო, დემოკრატებს, მინიმუმ 2 ღონისძიების გაუქმება მოუხდათ ტეხასში. დემოკრატებმა პრეზიდენტ ტრამპს ბრალი დასდეს მისი მხარდამჭერების წაქეზებაში.

ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპის მომხრეთა მანქანები ცდილობდნენ, რომ ეიძულებინათ ავტობუსი შეენელებინა სვლა და გზიდან გადასულიყო.

დემოკრატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსში მყოფებმა 911-ზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს. ზარის შემდეგ, ადგილობრივი პოლიცია დაეხმარა ავტობუსის მძღოლს, რათა დანიშნულების ადგილას ჩასულიყო.

"FBI-ის სან-ანტონიოს განყოფილება საქმის კურსშია და ინცინდენტს იძიებს", განაცხადა სპეციალურმა აგენტმა მაიკ ლიმ. ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია გამოძიების პროცესისა და მიმდინარეობის შესახებ არ ვრცელდება.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. 90 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე ისარგებლა წინასწარი ხმის მიცემისა და ფოსტით ხმის მიცემის უფლებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG