ეგზიტ პოლების მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" მარცხი იწვნია ადგილობრივ არჩევნებში. ეგზიტ პოლები ადასტურებს პრეზიდენტის პრო-რუსული და პრო-ევროპული გეზის მეტოქეების უპირატესობას.
25 ოქტომბრის არჩევნებისას, ეგზიტ პოლი რამდენიმე ჯგუფმა ჩაატარა. ამ მონაცემებით, პარტიამ "ხალხის მსახური", უკრაინის 9 დიდი ქალაქიდან 7 წააგო. კიევში, მერ ვიტალი კლიჩკოს პარტია ლიდერობს ხმათა 50 პროცენტით.
უკრაინაში ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ერთერთი გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის 70% ამბობს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის.
Facebook Forum