StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში დღემდე კოვიდ-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143.
19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა, 1 186 ადამიანს კი ინფიცრიება ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათში 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრიაციაში, ინფიცირების გაზრდილი მაჩვნებელის მართვის სტრატეგიასთან დაკავშირებით ბრიფინგი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გამართა.
თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო. მისი თქმით, საქართველო ეცდება, ინფიცირების მკვეთრ მატებას თავი მინიმალური შეზღუდვებით გაართვას. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განსაზღვრა, მათ შორის, ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდმა, მოსახლეობის განწყობებმა და ეკონომიკური რეცესიის საფრთხემ. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, მინიმალური შეზღუდვების პირობებში, ძირითადი სიმძიმე სახელმწიფოს, მეტ წილად, ჯანდაცვის სექტორს დააწვება.
„ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე - პირველი, შემოვიღოთ ხელმეორე „ლოქდაუნი“, მკაცირი შეზღუდვები, აკრძალვები და მეორე, ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა. პირველ შემთხვევაში, მართვა იქნება შედარებით იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის საფრთხის ქვეშ დადგება ეკონომიკა. მეორე შემთხვევაში, მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა განვითარდება, მხოლოდ, ძალიან დიდი დატვირთვა სახელმწიფოზე და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორზე მოვა.
საქართველომ, რიგი ფაქტორების გამო, მოსახელობის განწყობის, ეკონომიკის ხელშეწყობის აუცილებლობისთვის და საარჩევნო პერიოდის თავისებურობის გათვალისწინებით, მიიღო გადაყვეტილება მეორე გზით წავიდეათ. ესე იგი, შეზღუდვები იყოს მინიმალური, მინიმალური რეგულაციებით. არ იქნეს შემოღებული დამატებითი შეზღუდვები, „ლოქდაუნი“ და მკაცრი საკარანტინე ზომები. მაგრამ, ეს მოერე აუცილებლობას შეიცავს, რომ სახელმწიფომ და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორმა, საკუთარ თავზე აიღოს მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მართვა ისე, რომ არ წავიდეთ კომპრომისზე ხარისხთან - არ გაუარესდეს პაციენტების მოვლა და გარდაცვალების მაჩვენებელი,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თენგიზ ცერცვაძემ.
არჩევნები პანდემიის ფონზე
ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ფონზე, სააზოგადოების ნაწილში დაიწყო დისკუსია არჩევნების თარიღის შესაძლო გადადების შესახებ. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ჩატარდება და პანდემიის გამო არ გადაიდება.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით. ამიტომ, არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს. ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ პოლიტიკოსებს ვთხოვეთ, ეს არის წესების დაცვა. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ არაა ასეთი რთული?! შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და დემოკრატიულად, ღიად, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები,“ - განაცხადა პრემიერმა.
კენჭისყრის პრეცესში, საარჩევნო უბნების უსაფრთხოებაზე საუბრობს თენგიზ ცერვცვაძეც. მისი თქმით, საფრთხის შემცველი, მეტწილად, საარჩევნო კამპანიაა და არა თავად ხმის მიცემის პროცესი.
„თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკებს, საარჩევნო უბნებზე ყველაფერი დალაგებულია. ისეთი ზომებია მიღებული საარჩევნო ყუთებზე, პრევენციის თვალსაზრისით, რომ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს,“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კოვიდ-19 ინფიცირებულთა მიერ არჩევნებში ხმის მიცემის პროტოკოლზე საუბრობს. ცესკოს სპიკერის თქმით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან, გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ. მათ მიერ მიცემული ხმებს კი ცესკო ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში დაითვლის. ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე განმარტავს, რომ სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი შესაბამისი ეკიპირებით იქნება აღჭურვილი - ერთჯერათი ხალათებით, ნიღბებით, ხელთათმანებით, დამცავი ფარებითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.
ვითარება მსოფლიოში
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 40 155 883 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,115,000-ს აჭარბებს. ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევევათა რაოდენობით, კვლავ აშშ ლიდერობს.
ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით, პირველი სამეული ასე გამოიყურება:
- აშშ - 8 160 132 ინფიცირებული
- ინდოეთი - 7 550 273 ინფიცირებული
- ბრაზილია - 5 235 344 ინფიცირებული.
ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, 1 406 667 ინფიცირებულით, ბრაზილიას რუსეთი მოსდევს.
Facebook Forum