ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯონსონი და ჯონსონი" კორონავირუსის ვაქცინის გამოცდას პაციენტის ავად გახდომის გამო დროებით აჩერებს


ამერიკულმა კომპანიამ "ჯონსონი და ჯონსონი", დროებით შეაჩერა კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდების ბოლო ფაზა. მიზეზი, ერთ-ერთ მოხალისის ავად გახდომაა. ჯერ არაა დაზუსტებული რითია პაციენტი დაავადებული.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ვაქცინის ფათომასშტაბიანი ტესტირება, რომელშიც 60,000 მოხალისე მონაწილეობს. ტესტირება ამერიკაში და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, 200-ზე მეტ ლოკაციაზე ტარდება. მათ შორისაა, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა.

განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ე.წ. "უარყოფითი მოვლენები" როგორიცაა, ავამდყოფობა, მოსალოდნელია კლინიკური ცდების დროს, განსაკუთრებით კი ისეთი ცდებისას, რომლებშიც ბევრი ადამიანია ჩართული. განცხადებაში, ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს დროებითი შეჩერებაა და არ ნიშნავს პროცესის შეწყვეტას.

ამერიკულ კომპანიას, ვაქცინის სხვა მწარმოებლებთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ამ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიცემაა პაციენტისთვის საჭირო. ყველა სხვა კომპანიის ვაქცინა კი ორი დოზისგან შედგება.

"ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინა, უკვე მეორეა, რომელსაც კლინიკური გამოცდების ბოლო ფაზის დროებით შეჩერება მოუწია. პირველი, კომპანია, რომელმაც ცდები ბოლო ფაზაში შეაჩერა "ასტრაზენეკაა". მათაც ვაქცინის გამოცდა მესამე ეტაპზე, ერთ-ერთი მოხალისის ავად გახდომის გამო მოუწიათ. მაშინ პაციენტს, ბრიტანეთში ზურგის ტვინის ანთება გამოუვლინდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG