ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქული გემი საკუთარ ტერიტორიულ წყლებს დაუბრუნდა


თურქულმა მბურღავმა გემმა, რომელიც კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთით მუშაობდა, ტერიტორია დატოვა და უკვე თურქეთის სანაპიროს მიაღწია. ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირის წევრ კვიპროსს უკვე დიდი ხანია თურქეთთან საზღვაო წყლების დემარკაციასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს. თურქეთმა კვიპროსთან ახლოს, გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.

გასულ პარასკევს, ევროკავშირის ლიდერებმა დაარწმუნეს კვიპროსი, რომ გაერთიანება თურქეთს დასჯის, თუ ის ხმელთაშუაზღვის სადავო ტერიტორიებზე წიაღისეულის მოპოვებას გააგრძელებს. კვირპოსი ანაკარასთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, რაზეც ევროკავშირი ამ დრომდე თავს იკავებს.

„ეს მნიშვნელოავანი ნიშანია“ - აცხადებს თურქეთის ნაბიჯთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ევროკომისიის სპიკერი და ამბობს, რომ მომხდარი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ვითარების დეესკალაციას შეუწყობს ხელს. მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ნაბიჯები მომავალშიც გადაიდგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG