დღეს, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში, ორი ფრანგი და ორი სომეხი ჟურნალისტი დაშავდა. გაზეთ “ლე მონდის” ჟურნალისტები დილის საათებში ქალაქ მარტუნის საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაბომბვაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა. ამავე ინციდენტში დაშავდნენ ერთ-ერთი სომხური ტელევიზიის - "არმენია ტვ"-ის ოპერატორი და ონლაინ-გამოცემის ჟურნალისტი. რუსული ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტი დაბომბვას უვნებელი გადაურჩა. დაშავებული ჟურნალისტების მდგომარეობა უცნობია.
მთიან ყარაბაღში შეტაკებები კვირას დაიწყო. გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. მიმომხილველები ამბობენ, რომ ასეთი სიმწვავის შეტაკებები 1990-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.
Facebook Forum