აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 26 სექტემბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა. ვაკანსია მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა.
ბარეტი პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე და ნიჭიერ იურისტად დაახასიათა და მას ძალიან კვალიფიციური კანდიდატურა უწოდა.
ემი ბარეტის, კონსერვატიული პოზიციების მქონე მოსამართლის დასახელებით უზენაეს სასამართლოში, პრეზიდენტს საშუალება აქვს 9 მოსამართლისგან შემდგარი აშშ-ის უზენაესი სასამართლო, უფრო კონსერვატიული მიდგომის სასამართლოდ აქციოს.
ემი ბარეტის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
Facebook Forum