ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი: "არავინ დატოვო მიღმა, - იყო და არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი"


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, გაერთიანებული ერების ღონისძიებაზე - " გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020". პრეზიდენტმა ონლაინ მიმართვაში, ვრცლად ისაუბრა კოვი-19-ის პანდემიაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება უკან დასწია, გამოსავალი საერთაშორისო თანამშრომლობასა და სოლიდარობაშია. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, შეუძლებელია მარტო გაუმკლავდეს გლობალურ პანდემიას" - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა მათ შორის, რომელმაც პანდემიას წარმატებით უპასუხა.

"საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა. დროულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. ჩვენ მიერ მიღებული ზომებისა და საზოგადოების პასუხის ერთმანეთთან ადაპტაციას პანდემიის პროცესში ვსწავლობდით. ეს თავდაპირველი წარმატება შესაძლებელი გახდა მთელი ქვეყნის - მოქალაქეების, ხელისუფლების, პარლამენტის, ჯანდაცვის სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ყველა საერთაშორისო პარტნიორის ერთად დგომით." - აცხადებს პრეზიდენტი.

პრეიზდენტმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრიორიტეტებს შორის მთავრი უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, დასაქმება, განათლება, ადამიანური კაპიტალი და ღია მმართველობაა.

"ჩვენ უკვე ორჯერ წარმოვადგინეთ მდგრადი განვითარების მიზნების ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში. საქართველოსა და გაეროს შორის, ხელი მოეწერება 2021-2025 წლების ახალი თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ”ადამიანის კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაუმჯობესების“ ყოვლისმომცველ პრიორიტეტზე." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პანდემიის ფონზე, გაეროს გენერალური ასამბლეა, ძირითადად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG