კალიფორნიაში, ხანძრის მასშტაბები რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ბოლო მონაცემებით, ხანძარმა 1.25 მლნ. ჰექტარი ფართობი დაიწვა. ახლა, დამწვარი ფარდობის მიხედვით, მეორე ადგილზე ვაშინგტონის შტატია. ორეგონში კი ნახევარი მილიონი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია.
ხანძრების ექსპერტი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ეს ზუსტად ისაა, რის შესახებაც კლიმატის ექპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ,
„ჩვენ უკვე წლებია დაკავებულნი ვართ მოდელირებითა და სიმულაციით. ამიტომ, რაც ახლა ხდება, სრულიად პროგნოზირებადი იყო. სიმულირების შედეგები აჭარებებდა ყველა ისტორიულ ჩანაწერს, რაც სეზონური ხანძრების შესახებ გვაქვს. ახლა კი, ვხედავთ, რეალურად, რა მასშტაბებს აღწევს ხანძრები დასავლეთ ამერიკაში, კალიფორნიასა და სხვა შტატებში. თუმცა ეს მოულოდნენლი და გასაკვირი სულაც არაა.“ - აცხადებს ლეროი უესტერლინგი.
ექსპერტი ამბობს, რომ სეზონურ ტყის ხანძრებს, სიძლიერისთვის, გამხმარი მცენარეები სჭირდება და ეს სწორედ ისაა, როცა კლიმატური ცვლილებები ხანძარს ეხმარება.
მაღალი ტემპერატურა, აალებადი მასალების უფრო სწრაფ გამოშრობას იწვევს. ოკეანეებისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით კი, მეოცე საუკუნიდან, კალიფორნია და ორეგონი 1.1 გრადუსი ცელსიუსით დათბა. ტემპერატურა მატულობს ვაშინგტონის შტატშიც. ეს მატება კი განსაკუთრებით, მეტად თბილ ღამეებში გამოიხატება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარების სულ უფრო გართულებას უნდა ველოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრები, დასავლეთის ეკოსისტემის ბუნებრივი ნაწილია, მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პროცესებში, უარყოფით როლს ადამიანებიც ასრულებენ.
მიმდინარე წელს, ორეგონში ხანძრის დროს, ათობით ადამიანი დაიკარგა. კალიფორნიაში კი, სულმ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დასავლური შტატების ოფიციალური პირები კლიმატური ცვლილებების გავლენებზე საუბრობენ.
„ეს არ არის ღმერთის ნამოქმედარი. ეს ხდება იმიტომ, რომ ვაშინგტონის შტატის კლიმატი, დრამატულად ჩვენვე შევცვალეთ.“ - აცხადებს შტატის გუბერნატორი.
კალიფორნიის გბერნატორი ამბობს, რომ ის, რის შესახებაც ბოკლო ათწლეულების განმავლობაში გვაფრთხილებდნენ, უკვე ხდება - კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრვი კატასტროფები.
Facebook Forum