"საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა," – ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. მან ასევე დასძინა, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ქცევის პრევენცია და თქვა, რომ აშშ-ის და საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივა, რაც მიმართულია საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და იმისკენ, რომ "დაეხმაროს ქართველებს, შეძლონ ყალბი ამბების გადამოწმებული ინფორმაციისგან გარჩევა."
ელჩის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, აამაღლონ მათი ცნობიერება მათ საარჩევნო პლატფორმაზე. მისი ინფორმაციით, ეს არის "საუკეთესო გზა რუსეთიდან, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებიდან მომავალი დეზინფორმაციის გასამკლავებლად“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
Facebook Forum