ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის ხუთი თვე - 23 690 270 ინფიცირებული


23 690 270 ინფიცირებული, 814 135 გარდაცვლილი - ასეთია პანდემიის გამოცხადებიდან ხუთი თვის თავზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

კოვიდ-19-თ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, კვლავ აშშ ლიდერობს. შეერთებულ შტატებში, საერთო ჯამში, ვირუსით 5 743 686 დაინფიცირდა, 177 336 კი კარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ხუთეულშია - აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

გარდაცვალების ოფიციალური, დადასტურებული მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანათა პირველ ხუთეულშია - აშშ, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.

ეს მონაცემები, ჯონს ჰჯოპკინსის უნივერსიტეტის ინტერაქტიულ რუკაზეა აღნიშნული. ამავე მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოში, ამ დროისთვის, ინფიცირების 1 429 დადასტურებული და გარდაცვალების 19 შემთხვევა ფიქსირდება.

კიდევ რამდენი ხანი იქნება პანდემია?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრესისუსი ფიქრობს, რომ პანდემია შესაძლოა ორი წელამდე გაგრძელდეს. გებრეისუსი, კოვიდ-19-ის მოქმედების შესაძლო ვადების შესახებ, 1918 წლის ე.წ. „ესპანური გრიპის“ პანდემიის გამოცდილებით მსჯელობს. მაშინ პანდემია სწორედ 2 წელი გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში, 50 მილიონო ადამიანი იმსხვერპლა.

როგორ გაუმკლავდა ნიუ-იორკი პანდემიას
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00

თუმცა, გასათვალისწინებელია ფაქტორები, რაც 102 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ ფაქტორების შესხებ, ჯანმოს ხელმძღვანელიც საუბრობს. ერთ-ერთი მათგანი, საუკუნის განმავლობაში ადამიანთა შორის გამარტივებული მიმოსვლა და კავშირებია, რაც თავისმხრივ ვირუსსის გავრცელებას ხელს უწყობს. თუმცა, გრებეისუსს ოპტიმისზმის საშუალებას აძლევს ის სამეცნიერო და ტექნოლოკიური პროგრესი, რომელიც მსოფლიომ საუკუნის განმავლლობაში განიცადა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გებრეისუსი იმედოვნებს, რომ პანდემია ორ წლამდე გასტანს. მანამდე კი სახელმწიფოთა მეთაურებს, კორონავირუსის წინააღმდეგ, კოორდინირებული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ჯანმოს რეკომენდაცია ბავშვებისთვის

იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის ორ წლამდე გაგრძელებას ვარაუდობს, სკოლებში კი სასწავლო პროცესი აღდგენასა და წარმართვის ფორმებზე მსჯელობენ, ჯანმოს ბავშვებისთვის საგანგებო რეკომენდაციები აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვებისთვის ნიღბების ტარების მკაცრ რეკომენდაციას გასცემს. თუმცა, ამავე მითითების მიხედვით, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდიც იზიარებს, ნიღბის ტარება რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მითითების მიხედვით, 6-დან 11 წლამდე ბავშვები საჯარო სივრცეში, მათ შორის, სკოლებშ, პირბადეებით უნდა მოძრაობდნენ - თუ ამას ხელს რაიმე განსკუთრებული გარემოება, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავიშირებული გართულებები არ უშლის ხელს.

ორივე უწყება მიიჩნევს, რომ 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებზე, ნიღბის ტარების მოთხოვნის კუთხით, ისეთივე სტანდარტები უნდა არსებობდეს, რომლებიც ზრდასრულების შემთხვევაში მოქმედებს.

ამასთან ერთად, „იუნისეფი“ აცხადებს, რომ ნიღბის არ ქონამ, არ უნდა შეზღუდოს ბავშვების განათლების უფლება.

პანდემიის ფონზე, სასწავლო წლის აღდგენასთან დაკავშირებით მსჯელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. განათლების სფეროს ექსპერტები, ხელისუფლებათა წარმომადგენლები, სასწავლო პროცესის უსაფრთხო აღდგენის შესახებ მსჯელობენ. ამ მხრივ, აშშ-ში მიდგომები შტატების მიხედვით განსხვავებულია. სხვადასხვა შტატში, შტატთა სხვადასხვა მხარეებში, ქალაქებსა და სოფლებში, სასწავლო პროცესი სხვადასხვა ფორმით აღდგება. ეს კონკრეტულ არეალში, ვირუსის გავრცელების დონეზეა დამოკიდებული. სკოლების ნაწილი, მშობლებს სრულად ონლაინ ან ნაწილობრივ ონლაინს გაკვეთილებს სთავაზობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG