ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ტრამპი კოვიდ-19-ის კრიზისს "გაექცა"


პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ამბობს, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსის აფეთქებაში არ ადანაშაულებს, თუმცა ბრალს სდებს კრიზისისგან "გაქცევაში."

"იმ იდეით საუბარი, რომ ეს ყველაფერი, რაღაც სასწაულით, სადღაც გაქრება - არარეალურია" - აცხადებს ჯო ბაიდენი და ამბობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვირუსის მკრუნალობის "გიჟური" იდეები აქვს და "მეცნიერებს არ უსმენს."

ბაიდენმა და დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა პირველი ერთობლივი ინტერვიუ, ტელეკომპანია "ეი-ბი-სი ნიუსს" მისცეს.

კვირას საღამოს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი შეუწყო რეგულაციების სირთულეების დასრულებას და "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია" აიძულა, მიენიჭებინა საგანგებო ავტორიზაცია, კოვიდ-19-ის პლაზმით მკურნალობაზე. ტრამპი მას "დაუჯერებელი წარმატების" მქონე, "ძლიერ თერაპიას" უწოდებს. მეცნირები ამბობენ, რომ ამ მეთოდით მკურნალობას კვლევა ჯერ ისევ სჭირდება.

რესპუბლიკური პარტია დღეს ეროვნულ კონვენციას იწყებს, რათა დონალ ტრამპი და მაიკ პენსი მეორე ვადით, პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, ოფიციალურად წარადგინოს.

ბაიდენი აცხადებს, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების რჩევები უნდა გაითვალისწინოს.

"მე მზად ვიქნებოდი, გამეკეთებინა ყველაფერი, სიცოცხლეების გადასარჩენას" - აცხადებს დემოკრატთა პრეზიდენტობის კანდიდატი და გუბერნატორებს კვლავ მოუწოდა, შტატებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახადონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG