ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ბაიდენს პანდემიის პოლიტიზებაში სდებს ბრალს


დემოკრატიული პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნიღბის ტარება, ეროვნულ დონეზე, სავალდებულო უნდა იყოს. მიზანი, აშშ-ში, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ნიშნულის შემცირებაა.

"ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატებთან, რესპუბლიკელებთან. მინიმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, თოეულ ამერიკელს, გარეთ გასვლისას უნდა ეკეთოს ნიღაბი" - აცხადებს ჯო ბაიდენი.

მალევე, ჯო ბაიდენის ინიციატივას პრეზიდენტი ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაიდენი პანდემიის პოლიტიზებას ცდილობს. პრეზდიდენტი ამბობს, რომ "თვეების განმავლობაში, ამერიკელების სარდაფებში გამოკეტვის სურვილით", ჯო ბაიდენი ამერიკელებს დეპრესიისკენ მიჰყავს.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ თითოეული შტატის გუბერნატორმა, ნიღბის ტარება სავალდებულო უნდა გახადოს. ბაიდენი ჯანდაცვის ექსპერტებს იმოწმებს და ამბობს "ასე, შემდეგი სამი თვის განმავლობაში, 40 000 სიცოცხლეს ვიხსნით."

ტრამპის ადმინისტრაცია, ნიღბის ტარების ვალდებულებას უარყოფს. თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე, ნიღბის ტარებას "პატრიოტული საქმე" უწოდა.

"შეიძლება ისინი დიდებულია, შეიძლება უბრალოდ კარგი, შეიძლება, სულაც არ არის კარგი, მაგრამ დასაკარგი რა გვაქვს" - ამბობს ტრამპი ნიღბების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG