ოთხშაბათ ღამით, ორეგონის ჩრდილო-დასავლეთის შტატის ქალაქ პორტლენდში, პოლიციამ დაშალა დემონსტრანტები, რომლებიც იმ შენობის გარშემო იყვნენ შეკრებილი, სადაც პოლიციის განყოფილება და ციხეა განთავსებული.
მთელი თვის განმავლობაში მიმდინარე პროტესტების ბოლო დღე, ხელისუფლებამ მასობრივ არეულობად გამოაცხადა და თქვა, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი დანაშაულს სჩადიოდა, რომელიც ფედერალური სასამართლოს წინ ცეცხლის გაჩენას და ფოიერვერკების ანთებასაც მოიცავდა.
პროტესტები, მინესოტის შტატში, პოლიციის მეურვეობაში მყოფი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. პორტლენდში და მთელ ქვეყანაში, პოლიციის რეფორმებს და რასობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ნაბიჯების გადადგმას, ბევრი ითხოვს.
პორტლენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ივლისში მოექცა, როდესაც ადგილობრივი ოფიციალური პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქში ფედერალური აგენტები განალაგეს. მას შემდეგ, ფედერალური ძალები ქალაქიდან გაიყვანეს.
Facebook Forum