ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის მთავრობა გადადგა


ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავრობის გადადგომის შესახებ 10 აგვისტოს გამოაცხადა. ჰასან აბეიდის თქმით, მასშტაბური აფეთქება ბეირუთში, რომელმაც დედაქალაქის დიდი ნაწილი დაანგრია და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ქვეყანაში გაბატონებული კორუფციის შედეგი იყო.

"ჩვენ ხალხის ნებას ვპასუხობთ, ვინც ამ აფეთქებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს," - თქვა ჰასან აბეიდმა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აფეთქებამ "რევოლუციას" მისცა დასაბამი, თუმცა მას ამ თემაზე მეტი არაფერი უთქვამს.

მთავრობის გადადგომამდე, რამდენიმე დღის განმავკლობაში ბეირუთში საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომელთა დროსაც მომიტინგეები უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG