ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ლიბანისთვის დახმარებას უზრუნველყოფს


ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, რობერტ ობრაიენის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, აშშ გადაუდებელ დახმარებას მიაწვდის ლიბანს, წყლის, სურსათის და სამედიცინო დანიშნულების მარაგის ჩათვლით.

ამასთან ერთად, აშშ გააგრძელებს ლიბანის ხელისუფლებასთან მუშაობას, რათა დამატებითი ჰუმანიტარული და ჯანდაცვის საჭიროებები დადგინდეს, რასაც აშშ გაიღებს ბეირუთში, აფეთქების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ადგილზე უკვე განალაგა კატასტროფის დახმარების ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს დახმარების მიღებას.

ამ ზომებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ უერთდება სხვა ქვეყნების მოთხოვნას "ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე" გამოძიების ჩასატარებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG