ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს კოვიდ-19 დაუდასტურდა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერ ობრაიენს კორონავირუსი დაუდასტურდა. წყაროზე დაყრდნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბლუმბერგი" ავრცელებს.

ბლუმბერგის ინფორმაციით, ობრაიენი კოპრონავირუსით ოჯახურ ღონისძიებაზე დაინფიცირდა და ახლა მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციის დაადასტურების შემთხვევაში, ობრაიენი თეთრ სახლში, მეორე უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა. მაისის დასაწყისში, ვირუსი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სპიკერს დაუდასტურდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG