ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ის გშორდებათ თქვენ და ის შორდება ამ ქვეყანას" - ბაიდენი ტრამპზე


დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელებს და ამერიკულ ღირებულებებს შორდება. " ის გშორდებათ თქვენ და ის შორდება ამ ქვეყანას,"- თქვა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ პრზიდენტ ტრამპმა პანდემიის პირობებში სწორი ნაბიჯები ვერ გადადგა, რის გამოც ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი და "ბევრი ამერიკელი რომელიც უსამსახუროდ არის დარჩენილი იმედს კარგავს"

აქვე ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვერ უმკლავდება და ამბობს, რომ პრეზიდენტის "მოვალეობა შენზე ზრუნვაა, ყველა ჩვენგანზე. პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაზე და ხალხზე. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მართოს სწორად"

ეს განცხადებები ჯო ბაიდენმა საარჩევო შეხვედრის დროს გააკეთა, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით გადაიცემოდა, თავად შეხვედრას ადგილზე კი საარჩევნო შტაბის და დაცვის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ, სადაც სრულად იყო სოციალური დისტანცირების წესები დაცული.

წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა დემოკრატების ეკონომიკური გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფერო და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მათი პრიორიტეტი იქნება. ძირითადი ფოკუსი კი ბავშვებზე ზრუნვის კუთხით დაისმება.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა კი დანაპირები შეასრულა და კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მატების პარალელურად თეთრ სახლში ყოველდღიური ბრიფინგები აღადგინა. პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და უთხრა რომ ვაქცინა გაცილებით ადრე იქნება, ვიდრე ამას საზოგადოება ელოდა.

"ვაქცინა ბევრად უფრო ადრე იქნება, ვიდრე ვინმეს ეგონა, რომ ეს იყო შესაძლებელი,"-განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. აქვე, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ის განიხილავს პანდემიის დროს დაზარალებული ამერიკელებისთვის ახალი დახმარების პაკეტს.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის კომპეტენტური პრეზიდენტობისთვის "მას ორი წინადადების დალაგება არ შეუძლია" .... "მას გამოაგორებენ, ის (სცენაზე) ადის და იმორებს - მას კითხვებს უსვამენ. ის სუფლიორიდან კითხულობს და შემდეგ თავის სარდაფში ბრუნდება,"- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ამავე ინტერვიუში, ფოქს ნიუსთან პრეზიდენტმა ტრამპმა ჯო ბაიდენის გონებრივი სისხარტე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევის შედეგებით რომელსაც "როიტერი" ავრცელებს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპს 10% უსწრებს.

ამ დრომდე ამერიკის ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია რომელიც 74 წლის არის. იმ შემთხვევაში თუ ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, სწორედ ის იქნება ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი ისტორიაში რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს. ის 77 წლის არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG