ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ამერიკულ კომპანიებს "ჰუავეისთან" შეზღუდული თანამშრომლობის ნებას რთავს


აშშ-ის ვაჭრობის დეპარატამენტმა შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ „ჰუავეისთან“ თანამშრომლობა ეკრძალებოდათ.

ვაჭრობის დეპარატამენტის გადაწყვეტილება ჩინეთში აღიქვეს, როგორც ტპრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის აღიარება, რომ მათ არ შეუძლიათ, სამომავლო ტექნოლოგიური სტანარტების განვითარებაში, „ჰუავეის“ გავლენიანი როლის უგულვებელყოფა.

„ამერიკამ, საბოლოოდ, თავი დახარა“ - სიახლის შესახებ, ჩინური მედიასაშუალება „Phoenix TV” ამ სათაურით წერს.

ახალი წესი, რომელიც ვაჭრობის დეპარატამენტმა 15 ივნისს გაასაჯაროვა, ამერიკულ კომპანიებს ნებას რთავს ითანამშრომლონ ჰუავეისთან, ზოგეიერთ საკითხში. მათ შორის, 5G-თან დაკავშირებული წესების განსაზღვრაში.

„ეს ქმედება გულისხმობს ამერიკული კომპანიებისთვის საშუალების მიცემას, მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვანი სტანდარტების შემუშავებასა და განვითარებაში“ - განმარტავს დეპარტამენტი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებთან ახლო კავშირები აქვთ, შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის იყო „ჰუავეი,“ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც მსოფლიოს მეხუთე თაობის ინტერნეტს სთავაზობს. ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ჩინეთი 5G-ის ამერიკელებზე ჯაშუშობისთვის გამოიყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG