ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი უზენაეს სასამართლოს "ობამაქეარის" გაუქმებას სთხოვს


თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფი პირველად გამართავს საჯარო ბრიფინგს. მას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაუძღვება.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. ამ ფონზე, თეთრი სახლი ამერიკის უზენაეს სასამართლოს ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის - ეგრეთწოდებული, ობამაქეარის - გაუქმებას სთხოვს. ეს ჯანდაცვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს იქნა მიღებული.

ბევრი დასავლური ქვეყნისგან განსხვავებით, ამერიკაში ჯანმრთელობის დაზღვევა ადამიანის მიერ სამსახურის ქონას უკავშირდება. პანდემიის დაწყების შემდეგ, მილიონობით ადამიანმა ამერიკაში სამსახური დაკარგა და მათ შესაბამისად, აღარც დაზღვევა აქვთ.


წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ „პრეზიდენტ ტრამპის და რესპუბლიკელების კამპანია, რომ გააუქმონ დაცვისა და შეღავათების სისტემა, რომელსაც ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტი სთავაზობს ხალხს, კორონავირუსის კრიზისის დროს წარმოუდგენელი სისასტიკეა.“

უზენაესი სასამართლო საქმეს ოქტომბერში მოისმენს.

მსოფლიოს მასშტაბით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამერიკაში 2.4 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული. მას ბრაზილია მოსდევს 1.2 მილიონით და მესამე ადგილზე რუსეთია 613 ათასი შემთხვევით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG