ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კორონავირუსის ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა


ტეხასის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დროებით აჩერებს შტატის თავიდან გახნის და ეკონომიკის ამუშავების პროცესს. მიზეზი კი ისაა, რომ შტატში, კორონავირუსის ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევები იმდენად ბევრია, რომ ქვეყნისთვის ახალი, რეკორდული მაჩვენებლი აღმოჩნდა.

ტეხასი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის დასახმარებლად მალე აპირებდა თავიდან გახსნას, ახლა ამ პროცესს შეაჩერებს, ვინაიდან ერთ დღეში, ვირუსის ახალი, 6,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსრიდა.

"ეს დროებითი შეყოვნებაა, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და უსაფრთხოდ შევძლოთ შემდეგ ეტაპზე გადასვლა- გავხსნათ ჩვენი შტატი ბიზნესებისთვის", თქვა გუბერნატორმა გრეგ აბოტმა.

ტეხასმა, ასევე, რეკორდი დაამყარა პაციენტების ჰოსპიტალიზაციაში, რომელიც 13 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. საავადმყოფოების დატვირთული რეჟიმის გამო, გუბერნატორის ბრძანებით გადაიდო ყველა არასასწრაფო და გეგმიური ოპერაცია ჰიუსტონისა და სან ანტონიოს მიმდებარე ტერიტორიებზე.

ქვეყნის მასშტაბით, ხუშთაბათს შემთხვევებმა, მინიმუმ 39,818-ით მოიმატა. ეს ამერიკისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ვირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდაა.

ოთხშაბათს კი 36,000 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 24 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვნებელი იყო.

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ შტატებში: ალაბამა, არიზონა, კალიფორნია, ფლორიდა, აიდაჰო, მისისიპი, მისური, ნევადა, ოკლაჰომა, სამხრეთ კაროლინა და ვაიომინგი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG