ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სამ თვის განმავლობაში პირველ აქციას გამართავს


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო აქციაზე ათასობით ადამიანს ელოდებიან ოკლაჰომაში, ქალაქ ტულსაში.

პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი კუდლოუმ კვირას განაცხადა, რომ მონაწილეებმა „სავარაუდოდ“ პირბადეები უნდა ატარონ.

თუმცა ტრამპის კამპანიას არ უთქვამს გეგმავენ თუ არა მოთხოვნის აღსრულებას. კუდლოუმ ტელეკომპანია „სი-ენ-ენ-თან“ საუბარში განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე ბრუნდებიან, უნდა ეცადონ სოციალური დისტანცირების დაცვას და ატარონ პირბადე.


ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი დიდი პოლიტიკური აქციაა სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ეკონომიკა გაჩერდა. ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში, კოვიდ-19-ით ინფიცირებულია ორი მილიონი და გარდაიცვალა 115,000 ადამიანი.

პრეზიდენტი ტრამპი თავად პირბადის რეკომენდაციას არ იცავს. მიუხედავად მოწოდებებისა, რომ მას შეეუძლია იყოს მაგალითი სხვა ამერიკელებისთვის.

პრეზიდენტის აქცია წინასაარჩევნო მარათონის ნაწილია. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში ნოემბერში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG