ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგში ტიანანმენის მოვლენების 31 წლისთავის აღნიშვნას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა


პოლიციამ ჰონგ-კონგში წიწაკის აეროზოლი გამოიყენა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც არ დაემორჩილნენ აკრძალვებს და ტიანანმენის მოვლენების 31 წლისთავის აღსანიშნად და დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ქუჩაში, სანთლების დასანთებად გავიდნენ. 1989 წელს, პეკინში, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სტუდენტების დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა, რომლებიც ტიანანმენის მოედანზე სამხედრო ტანკებისა და ტექნიკის განთავსებას წინ აღუდგნენ. გარდაიცვალა ასობით ადამიანი და ათასობით დაშავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოში კი პოლიცია შევიდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დეპუტატმა შემაწუხებელი სუნის სითხე დააქცია, რათა გაეპროტესტებინათ ჩინეთის ქმედებები 31 წლის წინ. დეპუტატების ეს ნაბიჯი, მთავრობის მხარდამჭერი კანონმდებლების მიერ „ჰიმნის შესახებ კანონის“ მხარდაჭერას მოჰყვა. ჩინეთმა გასულ კვირას, კანონი ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით მიიღო.

მოვლენებს წინ უძღოდა გასულ თვეში, პეკინის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის განხილვა და ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფის აკრძალვა. ე.წ. ჰიმნის კანონი სკოლის მოსწავლეებს ავალდებულებს, რომ ჩინეთის ჰიმნი „მოხალისეთა მარში“ ისტორიასთან ერთად ისწავლონ.

ქალაქი, რომელსაც ბრიტანეთი საუკუნეზე მეტი მართავდა, პეკინის მხრიდან კონტროლის გაძლიერების გამო, საპროტესტო აქციებმა მოიცვა. კანონს, რომელიც ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს საშუალებას ჰონგ-კონგში იმოქმედონ „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის“ მიზნით, პროტესტი მოჰყვა ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მხრიდანაც.

ეს პირველი წელია, როცა ჰონგ-კონგში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატივის მიღებამ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება გამოიწვია. პოლიციამ აღნიშვნის აკრძალვა გასცა და ამის მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

გასულ წელს ჰონგ-კონგში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა ჩინეთისგან მეტი დამოუკიდებლობის და დემოკრატიის მოთხოვნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG