ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაცია მოხდა


შაბათს, მინესოტის გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაციის ბრძანება გასცა წესრიგის აღსადგენად და გარედან მართული დემონსტრანტების ჯგუფის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად. აღნიშნული მოპროტესტეები, გუბერნატორის თქმით, ძარცვასა და ძალადობაში მონაწილეობენ მინეაპოლისსა და სენტ პოლში.


გუბერნატორ ვოლცის განცხადებით, თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ჯგუფები, ნარკოკარტელებთან და ანარქისტებთან დაკავშირებული ადამიანები არსებული სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას და მეტი ქაოსის დანერგვას ცდილობენ. ეროვნული გვარდიის მონაცემებით, ადგილზე კვირა დღემდე 1700 გვარდიელი განლაგდება.

ინციდენტი, რომელსაც ქალაქის მოსახლეობის აღშფოთება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ორშაბათ საღამოს მოხდა. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როცა ბორკილდადებული ფლოიდი ასფალტზე პირქვე წევს და რამდენიმე წუთის მანძილზე შველას ითხოვს. თეთრკანიან პოლიციელს მუხლი მის კისერზე უდევს და არ უშვებს.


ფლოიდი ამ ინციდენტის დროს გარდაიცვალა. მალევე მინეაპოლისში საპროტესტო დემონსტრაციები დაწყო, რომლებიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებში გადაიზარდა. მინეაპოლისის მერმა პარასკევს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გადაადგილება შეზღუდა. მოსახლეობას ქალაქში გადაადგილება საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეუძლია. ამასთან, ქალაქში მინესოტის ეროვნული გვარდიის 500 ჯარისკაცი იმყოფება ადგილობრივი სამართალდამცავებისთვის წესრიგის აღდგენაში დახმარების აღმოსაჩენად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG