შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ წყვეტს თითქმის ყველა შეღავათს, რომელიც ირანმა 2015 წელს მიიღო, როცა ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ის თეირანს ყველა შეღავათს უუქმეებს, გარდა ერთისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბირთვულ სამოქალაქო თანამშრომლობას მოიცავს. ეს შეღავათები რუსულ, ჩინურ და ევროპულ კომპანიებს, ირანში მუშაობის საშუალებას აძლევდა ისე, რომ ისინი ამერიკული ჯარიმებისა და სანქციების სამიზნე არ ხდებოდნენ.
თეირანის საქციელი ირანზე გაზრდილ ზეწოლამდე მიგვიყვანს და ირანს საერთაშორისო თანამეგობრობაში კიდევ უფრო იზოლირებულ ქვეყანად აქცევსმაიკ პომპეო
„ირანის რეჟიმი აგრძელებს ბირთვულ დაპირისპირებას,“ თქვა მაიკ პომპეომ და დასძინა, რომ ირანი აღიარებს, რომ აწარმოებს ისეთ საქმიანობას, რომელიც ბირთვულ შეთანხმებას არღვევს.
მან ირანი „ბირთვულ გამოძალვაში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ თეირანის საქციელი „ირანზე გაზრდილ ზეწოლამდე მიგვიყვანს და ირანს საერთაშორისო თანამეგობრობაში კიდევ უფრო იზოლირებულ ქვეყნად აქცევს.“
პომპეომ სანქციები დაუწესა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც ცენტრიფუგების წარმოებასა და ირანის გამდიდრებაში მონაწილეობდნენ.
Facebook Forum