ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ეკონომიკა, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ სწრაფად იკუმშება


რუსეთის საცალო გაყიდვების მაჩვენებელი რეკორდულად ეცემა. კრემლის მიერ შემუშავებულმა ეკონომიკის მასტიმულირებელმა გეგმამ არ იმუშავა, რადგან რუსეთის ეკონომიკა პანდემიის ფონზე სტაბილურად იკუმშება.

აპრილის თვის მონაცემებით რუსეთის საცალო ვაჭრობა 2019 წლის აპრილის თვესთან შედარებით 23%-ით არის შემცირებული. ამას რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემები ადასტურებს.

გავლენიანი ბლუმბერგის პროგნოზით რუსეთის ეკონომიკის ვარდნა საშუალოდ 18 პროცენტი უნდა ყოფილიყო. არსებული მონაცემებით მშენებლობა 2.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო ტვირთის გადაზიდვები 6%-ით.

კრემლის პოლიტიკის გამო პანდემიით გამოწვეული კრიზისი უფრო და უფრო მძაფრდება. რუსეთში უმუშევრობის დონე 5.8 პროცენტით გაიზარდა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ ერთ თვეში რუსეთში სამსახური 815 000 ადამიანმა დაკარგა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით რუსეთის ეკონომიკის შემცირება წელს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით 2-ჯერ მაღალი იქნება, ხოლო მომდევნო წლისთვის, ეკონომიკის აღდგენის პროცესი ნელი და მცირე მასშტაბების.

2020 წლის მარტში რუსეთის მთლიანი შიდაპროდუქტის შემცირება ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად შემცირდა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა ამბობს, რომ მეორე კვარტალში ეეკონომიკა შეიძლება 8%-ზე მეტით შეიკუმშოს.

პუტინის გადაწყვეტილებით ეკონომიკის გადასარჩენად რუსეთში გაუქმდა "დარჩი სახლში" რეჟიმი. კრემლი ფიქრობს, რომ ქვეყანამ პანდემიის პიკი გადაიარა და ახლა შესაძლებელია შეზღუდვები შემსუბუქდეს. თუმცა ამ დრომდე მოსკოვი და სხვა დიდი ქალაქები კვლავ იზოლაციის პირობებში აგძელებენ ცხოვრებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG