ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დასავლეთში დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! თქვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და ძალიან ბევრს შრომობთ, მის შესანარჩუნებლად. გილოცავთ!“, - ამბობს აპატურაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მიულოცა ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

"გამარჯობა, საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ ყველამ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ", - განაცხადა კიზნინგერმა „ტვიტერზე“.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„საკუთარი ქვეყნის ისტორიის გახსენება და იმის შეხსენება, რომ ხშირად თავისუფლება საფასურის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმ ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის რას ნიშნავს ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქართველოში. წარსული მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციის და მოდერნიზების გზაზე, რომელსაც იგი ადგას და ევროპაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველომ მილოცვა მიიღო ასევე ევროპარლამენტარისგან, ვიოლა ფონ კრამონისგან.

„საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. სრული დამოუკიდებლობის გზაზე რუსული ძალებისგან დეოკუპაცია, დემოკრატიის გაძლიერება და სხვა დაბრკოლებები რჩება, ამ ბრძოლაში კი თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ საერთო ევროპული წარსული გვაქვს და საერთო ევროპული მომავალი“, - თქვა მან.

ასევე დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს ოფიციალურად მიულოცეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG