ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიასთან საზღვარს დროებით კეტავს. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო რაც ბრაზილია ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანა გახდა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელების დამატებითი წყარო.
შეზღუდვები ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბრაზილიაში და სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ვიზიტორების ნაწილი კოვიდ19-ის მატარებელი ისე იყოს, რომ მათ არც მაღალი სიცხე ჰქონდეთ და არც სხვა სიმპტომები.
ბრაზილიასთან ერთად, შეზღუდვები გრძელდება ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან და ევროპასთან მიმართებაშიც. მიღებული გადაწყვეტილება არ ეხებათ ამერიკის მოქალაქეებს.
ამ დროისთვის ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 347 000-ს აჭარბებს.
ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი ვირუსს არასერიოზულად უყურებდა და ახალ კორონავირუსს როგორც სეზონურ გრიპს ისე აღიქვამდა. ახლა კი ბიზნესს მოუწოდებს გაიხსნას და ამბობს, რომ ვირუსზე მეტ ადამიანს უმუშევრობა და უფულობა კლავს.
Facebook Forum