ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ინდივიდუალურად გამოიძიონ და შეაფასონ, როგორი იყო საერთაშორისო რეაგირება პანდემიაზე. ცალკეული გამოძიებების მიზანი, „ყოვლისმომცველი შეფასების“ მიღებაა იმის შესახებ, თუ რა გაკვეთილი ისწავლა პანდემიისგან მსოფლიომ.
თუმცა, ყოვლისმომცველი შეფასება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დავის და გამოძიების შეწყვეტას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსი.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს კოვიდ-19-ის ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში წარმოშობას. სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აქამდე არსებული მტკიცებულებებით, ვირუსი ადამიანზე, სავარაუდოდ, ცხოველიდან გადახტა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციამ ბევრი ცუდი რჩევა მოგვცა, ბევრი საშინელი რჩევა და ის ყოველთვის ჩინეთის მხარეს იყო“ - განაცხადა ფდონალდ ტრამპმა.
ვაშინგტონში თვლიან, რომ პეკინი ეპიდემიის გავრცელების ნამდვილ მასშტაბებს და ტემპს მალავდა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, აშშ-ის მთავრობის აზრით, ბრმად უჯერებდა პეკინიდან მომავალ მონაცემებს და ვერ შესძლო ვითარების სერიოზულობის შეფასება. შედეგად, პანდემია გამოცხადდა მარტის შუაში, როცა კორონავირუსის ინფექციით ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა მსოფლიოში.
ამ დროის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით4,8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, 319 000 კი გარდაცვლილი
Facebook Forum